სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა
დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორს, 1969 წელს დაბადებულ შიშუ პალ ბურდაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 30 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, როგორ მოხვდნენ მუშები ობიექტზე, როცა მას არავითარი შეთანხმება არ ჰქონია სამუშაოების წარმოებაზე. Читать дальше...