3-4 დეკემბრის ღამეს დემონსტრაციიდან კლინიკებში გადაყვანილია 15 ადამიანი
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 3-4 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 15 დაშაბული. მათ შორის აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების 3 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 წარმომადგენელია. დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს. Читать дальше...