World News

პარლამენტის შენობასთან თბილისში აქცია გაიმართა

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, 21 ივლისს, გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეების მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.


ეს მსგავსი აქციების 32-ე დღე იყო. სიტყვით გამოსვლების პარალელურად, „ფლიმარკეტი“, მცირე ბაზრობა გაიმართა, რომელზეც 40-მდე სტარტაპერმა ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინა.


აქციის ორგინიზატორების განცხადებით, 22 ივლისიდან იგეგმება ყოველდღიური გადაცემა, იტყობინება სააგენტო ინტერპრესნიუსი. 

Читайте на сайте