World News

მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ მოზარდს მატარებელი დაეჯახა

მეტროსადგურ „გოცირიძესთან“, მოზარდს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.


შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


დეტალები დგინდება.

Читайте на сайте