ღარიბაშვილი ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს - მასზე ძალადობასა და პარტიის დატოვებაზე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-სთვის" მიცემულ ინტერვიუში უპასუხა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას - ძალადობასა და პარტიის დატოვებაზე. მან ამ ინფორმაციას აბსურდული ცილისწამება და ტყუილი უწოდა.