რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრანაციონალისტი კანდიდატი იმარჯვებს
რუმინეთში განმეორებით გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრანაციონალისტი კანდიდატი, 38 წლის ჯორჯე სიმიონი დამაჯერებლად იმარჯვებს.
რუმინეთში განმეორებით გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრანაციონალისტი კანდიდატი, 38 წლის ჯორჯე სიმიონი დამაჯერებლად იმარჯვებს.
აზერბაიჯანი განმარტებას მოითხოვს რუსეთისგან, თუ რატომ დააკავეს ქვეყნის მილი მეჯლისის დეპუტატი აზერ ბადამოვი მოსკოვის აეროპორტში.
ვლადივოსტოკში გაიმართა „ისტორიაში პირველი“ ბავშვთა აღლუმი, ამის შესახებ თავის ტელეგრამ-არხში განაცხადა პრიმორიის მხარის გუბერნატორმა ოლეგ კოჟემიაკომ.
მოსკოვის პოლიცია სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული წესით დასჯით ემუქრება მათ, ვინც, 9 მაისის ღონისძიებისთვის მზადების პროცესში, დრონებსა და პიროტექნიკას გამოიყენებს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველ ლედისთან ერთად, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრაღის სასახლეში, პრეზიდენტ პეტრ პაველის მონაწილეობით, საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა.
„გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ შინაარსის ბანერით აქციის მონაწილეები ისნის მეტროდან შს სამინისტროს [შუშებიანი] შენობისკენ დაიძრნენ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 9 მაისს ჩავა მოსკოვში, ნაციზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად, ხოლო უკრაინის პრეზიდენტს მსოფლიო ლიდერების დაშინების მცდელობაში ადანაშაულებს. ამასთან, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ 9 მაისს მოსკოვის სტუმრების უსაფრთხოება რუსეთის პასუხისმგებლობაა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს [GUR] ინფორმაციით, ერთ დღეში რუსეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი SU-30 საზღვაო დრონებით [უპილოტო კატერი] გაანადგურეს. The War Zone-თან საუბრისას, გენერალი კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ ეს „ისტორიული მომენტი“ იყო.
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა საავადმყოფო დატოვა, თუმცა ჯერჯერობით კვლავ არ არის მკაფიო პასუხი შეკითხვაზე - ჩავა თუ არა ის 9 მაისს მოსკოვში, რის შესახებაც წინასწარ თანხმობა აქვს გაცხადებული.
რუმინეთის წინა საპრეზიდენტო არჩევნები დეკემბერში გაუქმდა, მას შემდეგ რაც საარჩევნო კამპანიაში გამარჯვებულის სასარგებლოდ რუსული ჩარევა დადასტურდა. ამჟამად რუმინელები ხელახლა აკეთებენ არჩევანს, თუმცა წინა არჩევნებში დაწინაურებულ კანდიდატს მასში მონაწილეობა აეკრძალა.
კიევში, ღამით, რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - ორი ბავშვი. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება. თავდასხმას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა.
Чивадзе внес особый вклад в написание футбольной истории Грузии, заявил премьер
4 მაისს რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იმართება, რომლის დანიშვნასაც ხმაურიანი დებატები ახლდა, მათ შორის - ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
ავსტრალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა მმართველმა მემარცხენე-ცენტრისტულმა ლეიბორისტულმა პარტიამ.