World News in Georgian
Май
2025

Новости за 09.05.2025

Radiotavisupleba.ge 

პუტინის 9 მაისი, აშშ-ის მოთხოვნა ზავზე და ევროსაბჭოს ტრიბუნალი კრემლისა და მისი მოკავშირეებისთვის

9 მაისს, როდესაც ვლადიმირ პუტინი მოსკოვში „დიდი სამამულო ომის“ მე-80 წლისთავს ზეიმობდა და დღევანდელი რუსეთის ურყევ წინააღმდეგობასა და სამართლიანობაზე ლაპარაკობდა, დასავლეთის ქვეყნები კრემლის აგრესიის წინააღმდეგ გეგმებს ათანხმებდნენ.

Radiotavisupleba.ge 

„გაპარული“ ვირუსები - ბიოლოგიური იარაღის ისტორია

30 აპრილს ჩინეთმა ფაქტობრივად დაადანაშაულა აშშ, რომ კოვიდ-19 შტატებში ოფიციალურად განცხადებულზე ადრე გაჩნდა, მანამდე სანამ ვირუსი ჩინეთს მოედებოდა. ჩინეთმა ამერიკას დეტალური გამოძიებისკენ მოუწოდა.

Radiotavisupleba.ge 

ირანი და აშშ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ჩაატარებენ ომანში

ირანი და შეერთებული შტატები კვირას მორიგ შეხვედრას ჩაატარებენ თეირანის სწრაფად განვითარებად ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად.

Radiotavisupleba.ge 

ევროპის დღეს მოქალაქეები ევროპის მოედანზე აქციით აღნიშნავენ

თბილისში მოქალაქეები ევროპის დღეს ევროპის მოედანზე აქციით აღნიშნავენ - მოედნამდე ისინი თბილისის 5 სხვადასხვა ადგილიდან მარშით მივიდნენ. მარშისას დემონსტრანტები ითხოვდნენ მეტ სანქციებს "ქართული ოცნების" წევრებისთვის და თანამოქალაქეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ. აქციის სლოგანია "ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია". ევროპის დღე აღინიშნა საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაშიც, სადაც ევროპელი დიპლომატები და ქართველი პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ ღონისძიებებში. ევროკავშირის ელჩმა შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახელის შესახებ - რატომ გააერთიანა ტრამპის შესაძლო გეგმამ ირანელები?

ცნობებმა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სურს „სპარსეთის ყურეს“ „არაბეთის ყურე“ დაარქვას, ირანში თანაბრად განარისხა როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ფრთის წარმომადგენლები, მათ შორის ტრამპის მხარდამჭერებიც. მათთვის სახელის შეცვლა როგორც ეროვნული იდენტობის, ასევე  ისტორიული სამართლიანობის  ხელყოფაა.

Radiotavisupleba.ge 

პუტინი VS სტალინი - „ჩანაცვლების ოპერაცია“

რუსული პროპაგანდა ცდილობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები უკრაინაში მიმდინარე ომის, ე.წ. СВО-ს ვეტერანებით ჩაანაცვლოს, ხოლო სტალინი - პუტინით.

Radiotavisupleba.ge 

"ქურთისტანის მუშათა პარტიამ" (PKK) გამოაცხადა, რომ “ისტორიული გადაწყვეტილება” მიიღო, თუმცა დაშლა ოფიციალურად არ დაუდასტურებია

"ქურთისტანის მუშათა პარტიამ" (PKK) 9 მაისს განაცხადა, რომ კვირის დასაწყისში ჩატარებულ შეკრებაზე „ისტორიული“ გადაწყვეტილებები მიიღო. თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, ნიშნავს თუ არა ეს ამ დაჯგუფების დაშლას ან განიარაღებას. ამის შესახებ ცნობებს Associated Press ავრცელებს.

ИА «Новости-Грузия» 

Место, где начинался путь героя: в Джвари почтили память Мелитона Кантария

Память Мелитона Кантария, Героя Советского Союза, установившего Знамя Победы над Рейхстагом в мае 1945 года, почтили не только в Тбилиси, но и в его родном городе Джвари на западе Грузии

Radiotavisupleba.ge 

კრიპტოპლატფორმა Celsius Network-ის დამფუძნებელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კრიპტოვალუტის სესხების პლატფორმა Celsius Network-ის დამფუძნებელს და ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ალექსანდრ მაშინსკის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა „უკიდურესად სერიოზული“ დანაშაულების გამო, რამაც მას საშუალება მისცა 45 მილიონ დოლარზე მეტი მიეღო, ხოლო მისმა ზოგიერთმა მომხმარებელმა ყველაფერი დაკარგა და მძიმე ფსიქოლოგიური ზიანი განიცადა. პროკურორმა მას მტაცებელი უწოდა, რომელიც დაუცველი მომხმარებლების „იმედით სარგებლობდა“ და ატყუებდა, რომ ფულს უსაფრთხო ინვესტიციებში აბანდებდა. Celsius-მა თავი გაკოტრებულად 2022 წელს გამოაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ახალი კანცლერის ევროპული ტურნე - მას შინაც და გარეთაც უამრავი საქმე აქვს მოსაგვარებელი

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი არჩევიდან სამი დღის შემდეგ ბრიუსელში ჩავიდა ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან შესახვედრად.

Radiotavisupleba.ge 

კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტოს შემთხვევაში სათადარიგო გეგმებიც აქვთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ბრიუსელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სათადარიგო გეგმაც აქვს, თუ უნგრეთის ვეტოს დაძლევა არ მოხდება. მან ამაზე უკრაინაში, ლვოვში ვიზიტისას ილაპარაკა.

Radiotavisupleba.ge 

"ცოტანი დავრჩით" - 80 წელი ნაციზმზე გამარჯვებიდან

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. ნაციზმსა და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, რომელიც საქართველოში ოფიციალურად 9 მაისს აღინიშნება, ვეტერანები წელსაც „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ შეხვდნენ.

Radiotavisupleba.ge 

ბუდაპეშტმა უკრაინელი დიპლომატები გააძევა მას შემდეგ, რაც კიევმა თქვა, რომ უნგრეთის ჯაშუშური ქსელი გამოავლინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოავლინა უნგრეთის მიერ მართული ჯაშუშური ქსელი, რომელიც ცდილობდა მგრძნობიარე ინფორმაციის მოპოვებას დასავლეთ ზაკარპატიეს რეგიონში, რომელიც ესაზღვრება უნგრეთს და სადაც ეთნიკურად უნგრელი მოსახლეობა ცხოვრობს. უნგრეთმა საპასუხოდ გააძევა ორი უკრაინელი დიპლომატი - ბუდაპეშტმა ისინი ჯაშუშებად მოიხსენია. ამან გაზარდა დაძაბულობა მეზობელ ქვეყნებს შორის, რომელთა მთავრობებსაც უთანხმოება აქვთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) 9 მაისს განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რამდენი დაიღუპა, ვისი დამსახურებაა გამარჯვება, მართლაც შეიკრა საბჭოთა ხალხი? - მითები მეორე მსოფლიო ომზე

ჯერ საბჭოთა და შემდეგ რუსულმა პროპაგანდამ მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიიდან მხოლოდ გამარჯვების დღე დატოვა. ისტორიკოსი ოლეგ ბუდნიცკი „სიბირ. რეალიის“ ჟურნალისტთან, ივან ტოლსტოისთან საუბარში ცდილობს ომის ადამიანური სახე დაინახოს.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის 1,9 მლრდ ევროს გამოყოფას დაჰპირდა - შმიჰალი

ლვოვში ევროპელი დიპლომატების ვიზიტისას, უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებისთვის 1,9 მლრდ ევროს გამოყოფას დაჰპირდნენ, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა. „დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა განზრახვაზე, გამოყოს თითქმის 1,9 მლრდ ევრო უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის“, - დაწერა შმიჰალმა. უკრაინის პრემიერი ამ გადაწყვეტილებას ისტორიულად აფასებს, ვინაიდან უკრაინისთვის იარაღს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე შეიძენენ ევროპული ფონდიდან. Читать дальше...

ИА «Новости-Грузия» 

Цветы, шествия, слова благодарности – как в столице отметили День Великой Победы? – видео

По сложившейся за последние пять лет традиции, празднование Дня Победы состоялось в парке им. Кикивидзе. Тут прошли официальные мероприятия, приуроченные к 9 Мая. Как это было – смотрите в видео Sputnik Грузия

Radiotavisupleba.ge 

საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი – ელჩი ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ საქართველომ, შესაძლოა, „დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი“ და ხელისუფლების მხრიდან ვერ ხედავს რაიმე პროგრესსა და სურვილს, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს წევრი ქვეყანა.