World News in Georgian

ისრაელის მორიგ თავდასხმას ლიბანზე 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის არმიამ კვლავ შეუტია ლიბანს და შედეგად დახოცილთა რაოდენობა 62-ით გაიზარდა.


Reuters-ის ცნობით, სულ შარშან ოქტომბრის შემდეგ ლიბანში ისრაელის არმიის იერიშებს 3645 ადამიანი ემსხვერპლა.


ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ნოემბრის ამ მონაცემებით, ამ პერიოდში დაშავებულთა რაოდენობა ლიბანში 15 355-ია.


AFP-ი იტყობინება, რომ ლიბანში ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლა საავადმყოფოს დირექტორი და მისი ექვსი კოლეგა.




 

Читайте на 123ru.net