World News in Georgian

24-25 ნოემბერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება, ბევრი იქნება საბრძოლველი - გვარამია

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 24-25 ნოემბრის საპროტესტო დემონსტრაციები მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა „ყველაფერი ამით არ მთავრდება“.


„25 ნოემბერი [როცა პარლამენტი პირველად შეკრებას გეგმავს] მძიმე დღე უნდა იყოს "ქართული ოცნებისთვის". საქართველოსთვის კი უნდა იყოს გამარჯვების მნიშვნელოვანი დღე“, - თქვა გვარამიამ შაბათს საღამოს, 23 ნოემბერს, გმირთა მოედანზე.


„24-25 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება. ამას უნდა ვაცნობიერებდეთ. ბევრი იქნება საბრძოლი“, - განაცხადა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში.


„მოსახლეობას მინდა მივმართო, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა, ვინც იცის, არჩევნები გაყალბდა: ნუ ველოდებით მაინცდამაინც დარბევას, დაჭერას. ვიშვიშის დრო არ არის. უნდა ვიბრძოლოთ და გამოვტაცოთ ხელისუფლება მათ, ვინც უზურპაცია მოახდინა ხელისუფლების - ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


ოპოზიციური პარტიები კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე აანონსებენ მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას და ღამისთევას.


გიორგი ვაშაძის თქმით, აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან მხარდამჭერები.


„21:00 საათზე შეკრების შემდეგ ჩვენ ფეხით, მსვლელობით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ხვალინდელ ღამეს“, - განაცხადა მან.


მან კვირა საღამოს მანქანებით მსვლელობაც დააანონსა:


„მანქანებით მსვლელობა იქნება თავისუფლების მოედნიდან და რესპუბლიკის მოედნიდან დაიძვრება თბილისის მასშტაბით“, - განაცხადა ვაშაძემ.




 

Читайте на 123ru.net