თოვლის გამო რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. მიზეზი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მოსული თოვლია.