უკრაინა აცხადებს, რომ დარტყმები განახორციელა რუსეთის ნავთობის საწყობსა და სარადარო ცენტრზე
უკრაინის განცხადებით, მისმა ძალებმა 29 ნოემბერს, გამთენიისას დარტყმები განახორციელეს რუსეთის ნავთობის საწყობზე და სარადარო ცენტრზე - იმ ფონზე, როცა ძლიერდება თავდასხმები როგორც მოსკოვის, ისე კიევის მხრიდან, თეთრ სახლში აშშ-ის არჩეული პრეზდიენტის, დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის როსტოვის რეგიონში ნავთობის საწყობ "ატლასზე" მიტანილმა იერიშმა ხანძარი გამოიწვია. მიმდინარე წელს ამ საწყობზე დარტყმა უწინაც განხორციელდა.
ამავე განცხადების თანახმად, სხვა იერიშმა გაანადგურა რუსეთის Buk-M3-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებულ არეალში.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთი სულ უფრო ძლიერად უტევს უკრაინის ქალაქებს დრონებით, რაკეტებით და ბომბებით, რაც იწვევს მსხვერპლს, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის დაზიანებას მოახლოებული ზამთრის წინ.
უკრაინამ რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელა მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ და უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმა კიევს უფლება მისცეს გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე.