იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა
იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ვეკუამ თანამდებობა დატოვა და ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
"როგორ ეწერა სენიორ პესოას? - არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე...
ყველას გვაქვს ასეთი. მე - ძალიან ბევრი. რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც თვლით, რომ მართალი ვარ და ვინც თვლით, რომ არ.
დღეს ამ ფიქრებით ვამბობ "უარს" და ვემშვიდობები საგარეოს, რომელმაც ყველაზე ბევრი მაჩუქა, რაც კი შეიძლება ადამიანმა განგებას აჩუქოს. მათ შორის იმის განცდა, რომ რამდენჯერაც ხელმოცარული ჩამოვა საბა პარიზიდან და ურბედან, იმდენჯერ ჯიუტად უნდა მიბრუნდეს უკან, რადგან ამათ იქეთ - ვსესვიატსკოეა, ქართველთა გადათხრილი საფლავები და ექსპორტისთვის გამზადებული რუსი სტრაცები და ის დათვიც სადღაც იქ ტრიალებს...
მადლობა სითბოსთვის, გაძლებისთვის და რაც მთავარია, პატიებისთვის", - დაწერა ირაკლი ვეკუამ.
თანამდებობები დატოვებს ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა დავით სოლომონიამ და ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა.
საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ. საკუთარი პოზიცია უკვე გამოხატა საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინწინ, 28 ნოემბერს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.
უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.
ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ღამით, გამთენიამდე დააკავეს 107 მომიტინგე.
29/30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პოლიციელებმა დემონსტრანტებს სხვადასხვა მხრიდან შემოარტყეს წრე, კედელთან მოიმწყვდიეს - და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ნაწილი დააკავეს.