პირველი არხი იუწყება, რომ აქციაზე პიროტექნიკით დაზიანდა მათი ფოტორეპორტიორი
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, 30 ნოემბრისა და 1 დეკემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს მათი თანამშრომელი დაშავდა. ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული.