World News in Georgian

მეთიუ მილერი: შევაჩერეთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა

აშშ-მა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ამის შესახებ ნახევარი საათის წინ პლატფორმა X-ზე დაწერა მეთიუ მილერმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.


გთავაზობთ მეთიუ მილერის პოსტს სრულად:


"აშშ, ევროკავშირთან ერთად სინანულს გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო.




ჩვენ ვგმობთ ძალის გადაჭარბებით გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს - ევროკავშირი არის დამცავი ზღუდე კრემლის წინააღმდეგ.


ამიტომ, შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან".


აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი მოეწერა 2009 წლის 9 იანვარს.


სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, 4 საკვანძო მიმართულებით თანამშრომლობის გასაღრმავებლად შეიქმნა



თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის, ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფები.


ქარტიის საფუძველზე ასევე შეიქმნა სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი.


მეთიუ მილერის პოსტი მისი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში პლატფორმა X- ზე აღარ იძებნებოდა, თუმცა აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილიყოს შესახებ განცხადება გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე.


მოგვიანებით X-ზე კვლავ გამოქვეყნდა მილერის პოსტი, რომლის შინაარსიც მცირედით შეიცვალა.




„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის ღალატს. ჩვენ ვგმობთ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც პროტესტის უფლებას იყენებენ და შევაჩერეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან", - წერია მილერის ხელახლა გამოქვეყნებულ პოსტში.




 

Читайте на 123ru.net