ილია მეორე: უმნიშვნელოვანესია დიალოგი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აცხადებს, რომ ქვეყანაში უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია დიალოგი, თუმცა არ აზუსტებს, ვის შორის უნდა შედგეს იგი. პატრიარქის თქმით, მდგომარეობის დაძაბვა საფრთხეს უქმნის „ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს!“