აშშ-ის სამხედრო ბაზას გერმანიაში დაუდგენელმა დრონებმა გადაუფრინეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზას რამშტაინში გერმანიაში დაუდგენელი წარმოშობის დრონებმა გადაუფრინეს - დაადასტურა აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა. მის თანახმად, 3-4 დეკემბერს საღამოს დრონები ნახეს კაიზერსლაუტერნთან მდებარე ფართო ტერიტორიის თავზე.
უსაფრთხოების წრეებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმე მოყვარულების დრონებს არ ეხება.
ზუსტად ვინ დგას დრონების უკან, გაურკვეველია. უფრო ადრე “შპიგელი” იტყობინებოდა ინციდენტების შესახებ. მისი ინფორმაციით, დრონებმა გადაუფრინეს გერმანიის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს.
კიდევ უფრო ადრე დაუდგენელი წარმოშობის დრონებმა გადაუფრინეს თხევადი გაზის ტერმინალს შლეზვიგ-ჰოლშტაინში, ბრუნსბიუტელში . “შპიგელის” ცნობით, გასულ კვირებში დრონები დაფრინავდნენ იარაღის კონცერნ “რაინმეტალის” ასევე ქიმიური კონცერნის BASF-ის თავზე.
გერმანიის ფედერალური მთავრობა და ცალკეული მხარეები ვერ შეთანხმდნენ ჯერჯერობით დრონებისგან თავდაცვის საკითხზე.
გერმანიაში ამ მხრივ პასუხისმგებელია შესაბამისი ფედერალური მხარის პოლიცია, რომელსაც არ გაანია შესაბამისი აღჭურვილობა.