თურქეთის პრემიერი: მიგვაჩნია, რომ სირიის ხელისუფლება აღარ არის ლეგიტიმური. იქნებ ასადი საცხოვრებლად რუსეთში დარჩეს
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ, ისურვა რომ ბაშარ ალ-ასადი საცხოვრებლად რუსეთში დარჩეს. თურქეთის პრემიერი დარწმუნებულია, რომ სირიაში გარდამავალი პერიოდი დაიწყება, რომელიც ახლანდელი პრეზიდენტის გადადგომას უზრუნველყოფს.