მოგერინიმ და ჰანმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალი უწოდეს
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი გაფართოებისა და კეთილმეზობლური პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი 8 ოქტომბერს საქართველოში გამართულ არჩევნებს კონკურენტუნარიანსა და თავისუფალს უწოდებენ.