World News

რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი: ყველას, ვინც იარაღს დაყრის, გარანტირებული ექნება მარიუპოლიდან უსაფრთხო გასვლა

რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა მარიუპოლში უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.

“საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა განვითარდა”, – აღნიშნა გენერალ-პოლკოვნიკმა მიზინცევმა.

„ყველას, ვინც იარაღს დაყრის, გარანტირებული ექნება მარიუპოლიდან უსაფრთხო გასვლა“, – დასძინა სამხედრო მაღალჩინოსანმა და თქვა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლიდან ორშაბათს, 21 მარტს, მოსკოვის დროით 10 საათზე გაიხსნება.

Читайте на сайте