World News

სასამართლომ რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს, რუსეთის არმიის შესახებ “ყალბი ინფორმაციის” გავრცელებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს, რუსეთის არმიის შესახებ “ყალბი ინფორმაციის” გავრცელებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციონერი აღნიშნულს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს უწოდებს.

„ნუ გეშინიათ ამ ნაძირალების! რუსეთი თავისუფალი იქნება!”, – დაიყვირა იაშინმა სასამართლო დარბაზში, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მას 12 სექტემბრამდე პატიმრობა განუსაზღვრა.

იაშინი მოსკოვის საქალაქო საბჭოს წევრი და კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოკავშირეა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პატიმრობაში მყოფმა ნავალნიმ „ტვიტერის“ მეშვეობით, იაშინის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა და აღნიშნა, რომ იაშინმა სიმართლე თქვა იმის შესახებ, რაც უკრაინაში ხდება.

Читайте на сайте