World News

მესი ჩინეთში დააკავეს

ლეო მესი ჩინეთის პოლიციამ დააკავა. დიახ, ეს ხუმრობა არაა.
არგენტინის ნაკრები სათამაშოდ პეკინში გაფრინდა, სადაც, ამხანაგურად, ავსტრალიას უნდა ეთამაშონ. პასპორტთან დაკავშირებით, მესის პრობლემა შეექმნა.
საქმე იმაშია, რომ ესპანეთის მოქალაქეებს ჩინეთში ჩასასვლელად ვიზა სჭირდებათ, რომელიც ლეოს არ ჰქონდა.
დავაზუსტოთ: მესის ორი პასპორტი აქვს; ესპანური და არგენტინული, მან კი გადაწყვიტა ჩინეთში ესპანური წაეღო.
სწორედ ამიტომ, ლეოს პოლიციაში კარგა ხანს ყოფნა მოუწია, თუმცა, საბოლოოდ, გაათავისუფლეს.
მას, დაჩქარებული წესით, ვიზა გაუკეთეს და 15 ივნისს ავსტრალიასაც ეთამაშება…

Читайте на сайте