World News

ჯო ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა, როდესაც მან აშშ-ის თავზე ჩინური საჰაერო ბუშტის ჩამოგდებაზე ჩინეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ საჰაერო ბუშტს აშშ-ის საჰაერო სივრცე არ უნდა გადაეკვეთა.

„სი ძინპინი განაწყენდა, როდესაც ეს ბუშტი ჩამოაგდეს. მისი თქმით, არ იცოდა, რომ ბუშტი იქ [აშშ-ის სანაპიროსთან] იყო და ეს არის ის, რაც დიქტატორებს ნამდვილად არ მოსწონთ, როდესაც მათ არ იციან, რა ხდება“, – განაცხადა ბაიდენმა.

ასეთი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის პეკინში ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ გააკეთა, სადაც ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.

Читайте на сайте