World News

გაფიცული მაღაროელი: მეორედ ვცადეთ კომპანიასთან საუბარი და ისეთი შემოთავაზება იყო, ადამიანმა თვალები ამოიკერა

„მეორედ ვცადეთ კომპანიასთან საუბარი და ისეთი შემოთავაზება იყო, ადამიანმა თვალები ამოიკერა“, – ამის შესახებ მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაღაროელების ნაწილი საპროტესტო აქციებს ჭიათურაშიც აგრძელებენ.

„მოლაპარაკების შედეგად, ერთმა ადამიანმა ამოიკერა პირი, იმის ნიშნად, რომ ჩვენს საუბარს აზრი არ აქვს და რაზე ვესაუბროთ, მეორედ კიდევ ვცადეთ კომპანიასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის საუბარი და ისეთი თემა გაჟღერდა, ისეთი შემოთავაზება იყო, ადამიანმა თვალები ამოიკერა.

ჩვენ კიდევ ვშიშობთ, ვაითუ, ისეთი რამ შემოგვთავაზონ, რაც კიდევ ერთი ადამიანის კატასტროფა იქნება, კიდევ ერთი პროტესტის ნიშანი იქნება, ამიტომ კარგად დაფიქრდნენ, როგორც კომპანიის, ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩვენ არ ვითხოვთ სასწაულს, ხალხო, ჩვენ მინიმალურ ანაზღაურებას ვითხოვთ“, – აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.

Читайте на сайте