როგორ იხსნა „პრინცმა“ დმიტრი ჭირაქაძემ რუსი გუბერნატორის შვილი ამერიკული მართლმსაჯულებისგან
იტალიის ხელისუფლებამ წინა კვირის ბოლოს დააკავა დმიტრი ჭირაქაძე, - რუსეთში დაბადებული, შვეიცარიაში მცხოვრები ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, რუსეთის მოქალაქე. ჭირაქაძეს რუსი ბიზნესმენის, რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟის, არტიომ უსის იტალიიდან გაქცევის ორგანიზება ედება ბრალად.