8 июля 2025 года
Июль
2025
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Все новости

Radiotavisupleba.ge 

პენტაგონი: აშშ უკრაინაში აგზავნის დამატებით თავდაცვით იარაღს

უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ პენტაგონმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინაში დამატებით თავდაცვით იარაღს აგზავნიან.

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტი ტრამპი უკრაინას დამატებით იარაღს დაჰპირდა

აშშ აპირებს უკრაინას გაუგზავნოს დამატებითი, ძირითადად, თავდაცვისთვის საჭირო იარაღი. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს 7 ივლისს განუცხადა თეთრ სახლში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ვახშმის წინ.

Radiotavisupleba.ge 

წერილით რატომ სთხოვს დახმარებას ივანიშვილსა და კობახიძეს? - კითხვები, ეჭვები და ფაქტები რიჟვაძის დაჭრის გარშემო

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში, სტუმრად მყოფმა, მასპინძლის იარაღით სცადა; ხოლო მანამდე წერილიც დაწერა, სადაც ოჯახის დაცვას “ქართული ოცნების” ხელმძღვანელებს სთხოვს - ასეთია შსს-სა და სახელისუფლებო მედიის მიერ აღწერილი სურათი.

Radiotavisupleba.ge 

სადამკვირვებლო მისიის არმოწვევა გადახვევაა საქართველოს ხანგრძლივი პრაქტიკიდან - ეუთო/ოდირი

იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სადამკვირვებლო მისიის მოწვევას არ გეგმავს, ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, - რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, - სადამკვირვებლო მისია გამოგზავნოს.

Radiotavisupleba.ge 

“ჩვენ არა, ქვეყანაა მსხვერპლი” - საგარეოს ყოფილი თანამშრომლები ჰყვებიან “რეორგანიზაციის” ამბებს

საგარეო უწყებიდან წამოსულებიცა და გათავისუფლებულებიც მათ დათხოვნას “პოლიტიკური ნიშნით წმენდად” და საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების ნიშნად მიიჩნევენ.

Radiotavisupleba.ge 

MDF-ის დირექტორ თამარ კინწურაშვილს „დოიჩე ველეს“ სიტყვის თავისუფლების ჯილდო გადაეცა

„მედიის განვითარების ფონდის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მედიის უფლებების დამცველ თამარ კინწურაშვილს დღეს გადასცეს გერმანული მედიაორგანიზაციის, „დოიჩე ველეს“ (DW) ჯილდო - „სიტყვის თავისუფლების ჯილდო“.

Radiotavisupleba.ge 

როგორ კარგავს რუსეთი სამხრეთ კავკასიას

ბაქო მოსკოვისგან დამოუკიდებელ ტრაექტორიაზე იწყებს მოძრაობს. აზერბაიჯანი უკვე ჩამოყალიბდა ანგარიშგასაწევ რეგიონულ ძალად. ბაქოსა და მოსკოვის გამწვავებულ დაპირისპირებაში ეკატერინბურგის ინციდენტი მხოლოდ საბაბია, ნამდვილი მიზეზი რუსეთის დასუსტება და მოსკოვის მიერ დაშვებული შეცდომებია.

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს გირაო შეუფარდეს - „შეცდომა დავუშვი, მაგრამ არა დანაშაული“

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა „იარაღთან“ დაკავშირებული ბრალდების საქმეზე.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის ყოფილ ხელმძღვანელს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

7 ივლისს რუსეთის 235-ე საგარნიზონო სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 17 წლით პატიმრობა და 25 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა (დაახლოებით 317 660 ამერიკული დოლარი) მიუსაჯა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, გენერალ-პოლკოვნიკ ხალილ არსლანოვს. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო TASS-ი. პროკურატურა განსასჯელისთვის 19 წლით ითხოვდა თავისუფლების აღკვეთას. გენერალი დამნაშავედ სცნეს განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობაში და მსხვილი ქრთამის მიღებაში. არსლანოვი 2013-2020 წლებში იყო კავშირგაბმულობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი 25 პროცენტის ოდენობის გადასახადებს აწესებს იმპორტზე იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 1 აგვისტოდან ამოქმედდება 25 პროცენტის ოდენობის გადასახადები იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან შეტანილ საქონელზე. ამის მიზეზად ტრამპმა დაასახელა ხანგრძლივი სავაჭრო დისბალანსი აზიის ამ ორ მნიშვნელოვან მოკავშირე სახელმწიფოსთან. აშშ-ის პრეზიდენტი უკვე გარკვეული პერიოდია გამოდის განცხადებებით, რომ სავაჭრო მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს და სახელმწიფოებს თავ-თავიანთი გადასახადების თაობაზე წერილები უნდა გაეგზავნოთ. პარასკევს ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა - "რამდენიმე... Читать дальше...