კობახიძე მის მიმართ შეძახილებზე: სცადეს, „ღმუილით“ გადაეფარათ ზეიმი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს მათ, ვინც 2 ივლისს ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიებაზე მის სიტყვით გამოსვლას უარყოფითი შეძახილებით შეხვდა. პრემიერი ამ საკითხს ეხება ამ შეძახილების მოსმენიდან მეოთხე დღეს, 6 ივლისს, ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში.