World News

სწავლების დროს დაღუპული მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს

2 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავიაკატასტროფაში დაღუპული მფრინავი გორში სამხედრო პატივით დაკრძალეს. თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ეკლესიაში გაიმართა. გორში ჩავიდნენ ყოფილი და მოქმედი მინისტრები ჯუანშერ ბურჭულაძე და ირაკლი ჩიქოვანი.

Читайте на 123ru.net