ჯარიმების „კონვეიერი“ - სასტიკად ნაცემ დავით ქაცარავასაც დასჯიან?
ზუსტად ერთი კვირა უნდა იფიქროს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ და 18 ივლისს თქვას, დააკისრებს თუ არა ადმინისტრაციულ ჯარიმას, 1500-დან 3000 ლარამდე, დავით ქაცარავას, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერს.