„გავრილოვის ღამეს“ დაშავებულისთვის შსს-ს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა
![„გავრილოვის ღამეს“ დაშავებულისთვის შსს-ს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა](https://gdb.rferl.org/BFCF44AF-0007-4AAE-B89F-9E0AD0A9B374_cx7_cy9_cw69_w800_h450.jpg)
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იუწყება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს „გავრილოვის ღამეს“ დაშავებული მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა - შსს-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება (50 ათასი ლარი) დაშავებულისთვის და ასევე დამატებით, შრომისუნარიანობის შემცირებისთვის, მისთვის ყოველთვიურად 1440 ლარის გადახდა.