სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრებს შეხვდნენ
პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების შემდეგ 10 აგვისტოს საღამოს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრებს შეხვდნენ. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას ესწრებოდნენ ყოფილი საჯარო მოხელეებიც.