ომზე „ქართული ოცნების“ რეკლამის არგაშვების გამო „მთავარი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ სასამართლომ დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ტელეარხი („მთავარი არხი“, „ფორმულა“, „TV პირველი“), რომელმაც უარი თქვა ომზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის ერთერში გაშვებაზე 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ ბანერებს ტელეკომპანიები „ამორალურად“ მიიჩნევენ.