კობახიძის თქმით, ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრების განცხადებას „ფასი არ აქვს“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს შესახებ ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას. პრემიერის შეფასებით, მათ განცხადებას „ფასი არ აქვს“.