World News

ბაიდენი: მოლდოვაში სანდუს ხელახალი არჩევა რუსეთის მარცხის ნიშანია

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო წინასწარი შედეგების თანახმად მეორე ვადა მოიპოვა მოქმედმა, პროდასავლელმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ - რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის გზაზე ევროკავშირში გასაწევრიანებლად, და რასაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უწოდა უწოდა რუსეთის ჩარევის "მარცხი".


დათვლილია ყველა ბიულეტენი და ცენტრალური საარჩევნო კომისია (CEC) აცხადებს, რომ სანდუმ მოიპოვა ხმათა 55,33 პროცენტი, მაშინ, როცა მის მეტოქეს, პრორუსული ორიენტაციის ალექსანდრ სტოიანოგლოს 44,67 პროცენტი ერგო. რიცხვებში ეს განსხვავება შეადგენს 179 000 ხმაზე ცოტა მეტს.


სანდუს გამარჯვებას მიესალმნენ მოლდოვის დასავლელი პარტნიორები - მათი განცხადებით, ეს გამარჯვება იმის ნიშანია, რომ დემოკრატიას შეუძლია გაიმარჯვოს რუსეთის ჩარევაზე.


"რუსეთი თვეების განმავლობაში ცდილობდა ძირი გამოეთხარა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის. მაგრამ რუსეთი დამარცხდა" - ამბობს ბაიდენი განცხადებაში.




 

Читайте на 123ru.net