World News

მოსკოვში წვევამდელებზე რეიდები მიმდინარეობს, მათ რუსეთის დატოვება ეკრძალებათ

მოსკოვში წვევამდელებს მასობრივად მისდით ტექსტური შეტყობინებები, რომ  აეკრძალათ რუსეთის დატოვება და "სხვადასხვა ადმინისტრაციული შეზღუდვა“ ემუქრებათ, თუ არ გამოცხადდებიან გამწვევ პუნქტებში.


„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, 1 ნოემბერს რუსეთის ხელისუფლებამ დაწყებულად გამოაცხადა სამხედრო წვევამდელთა რეესტრის მეორე ეტაპი. მანამდე, სექტემბერში, სატესტო რეჟიმში ამოქმედდა უწყისების გაგზავნის რეესტრი. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის დატოვების აკრძალვის შესახებ რეესტრის მონაცემებს რუსეთის უშიშროების სასაზღვრო სამსახური მყისიერად იღებს. ყველა, ვინც მიიღო შეტყობინებები, სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს მოსკოვის წვევამდელთა შეკრების პუნქტში. 5 ნოემბერს მოსკოვის მთავარმა სამხედრო კომისარმა მაქსიმ ლოკტევმა გააფრთხილა წვევამდელები, რომ მათზე მალე გავრცელდება სამოგზაურო აკრძალვები და სხვა ადმინისტრაციული ზომები.


გარდა ამისა, მოსკოვში პოლიცია დაუბრუნდა საჯარო ადგილებში რეიდების პრაქტიკას წვევამდელთა წინააღმდეგ. ერთ-ერთი რეიდი ჩატარდა 11 ნოემბერს. როგორც უფლებადამცველი პორტალი „იდიტე ლესომ“ წერს, ამ დღეს მეტროში დააკავეს 200 წვევამდელზე მეტი. ტელეგრამის არხის ერთ-ერთი ხელმომწერის ცნობით, შემკრები პუნქტიდან იმ დღეს სახლში მხოლოდ ოთხი წვევამდელი გაუშვეს.


წვევამდელთა მშობლები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ასეთი ზომებს მიმართავს იმ დანაკარგის ასანაზღაურებლად, რასაც რუსეთის არმია უკრაინის ფრონტის ხაზზე მიმდინარე ბრძოლების შედეგად ცოცხალი ძალის მხრივ განიცდის.




 

Читайте на 123ru.net