World News

თსუ-სთან „კარვების აქცია" დაშალეს

საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.


აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.


ტერიტორიიდან კარვები აღებულია. აღდგა საავტომობილო მიმოსვლა. საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანეს მელიქიშვილის გამზირისკენ.




საპროტესტო აქციის ორგანიზატორის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება 


„ჩვენ ძალის გამოყენების გარეშე გავათავისუფლებთ ამათგან ამ ქვეყანას. ეს საქართველოა, ეს ევროპაა, ეს არ არის რუსეთი. სანამდე უნდა აწვებოდნენ თავისუფლების მოყვარე ხალხს?", - უთხრა მედიას ნიკა მელიამ.


საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.


შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ „ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობის აღდგენის, ტროტუარებზე

ხალხის სამოძრაო ადგილის გათავისუფლების, კომუნალური სერვისების ნორმალურად

ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად" აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ გაათავისუფლონ ტერიტორია ხელოვნურად აღმართული

კონსტრუქციებისგან და შეწყვიტონ აქცია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე. შსს-ს თანახმად, ორგანიზატორებს 15-წუთიანი ვადა მისცეს. 


ოპოზიციის ლიდერებმა აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.


 


 

Читайте на 123ru.net