World News

პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ უახლესი სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“ გამოიყენეს

რუსმა სამხედროებმა 21 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ უახლესი საშუალო სიშორის სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“ გამოიყენეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, ბალისტიკურმა რაკეტამ დარტყმა მიაყენა დნეპროპეტროვსკში მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო ობიექტს.


უახლესი რუსული რაკეტები სამიზნეებს წამში 2-3 კილომეტრის სიჩქარით უტევენ, მტრის ხელთ არსებულ სარაკეტო თავდაცვის სისტემებს კი არ ძალუძთ მათი ჩამოგდება.


პუტინის თქმით, რუსეთმა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ კიევის მიერ მის ტერიტორიაზე ამერიკული და ბრიტანული წარმოების რაკეტების გამოყენების პასუხად გამოიყენა.




პუტინის მტკიცებით, სარაკეტო დარტყმა მიადგა „სამხრეთ მანქანათმშენებლობის ქარხანა“ (იუჟმაშს)- სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის უმსხვილეს მწარმოებელ ქარხანას.


უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 21 ნომებრის გამთენიისას რუსეთის ჯარებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს ქალაქ დნეპრის საწარმოებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.



უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ასტრახანის ოლქიდან გაშვებული იყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, ტამბოვის ოლქიდან, გამანადგურებელ მიგ-31კ-დან - აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“ და ვოლგოგრადის ოლქიდან, ტუ-95მს ტიპის ბომბდამშენებიდან - შვიდი ფრთოსანი რაკეტა Х-101.



ოფიციალური მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ექვსი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. 




 

Читайте на 123ru.net