World News

გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა - პროტესტი კვირა ღამით გაგრძელდება

თბილისში, გმირთა მოედანზე საპროტესტო დემონსტრაცია დასრულდა. უახლოეს პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება.


პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „დღევანდელი დღეც შედგა“ და მხარდამჭერებს მოუწოდა, ხვალ, კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს ცხრა საათიდან შეუერთდნენ აქციას, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.


23 ნოემბრის აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყო და გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვით გაგრძელდა.


ოპოზიციური პარტიები კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე აანონსებენ მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას და ღამისთევას.


25 ნოემბრის დილას პარლამენტის პირველი სხდომაა დანიშნული, - პარლამენტს კი ოპოზიცია და პრეზიდენტი არალეგიტიმურად მიიჩნევენ. 


გიორგი ვაშაძის თქმით, კვირა ღამით აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან მხარდამჭერები.


„21:00 საათზე შეკრების შემდეგ ჩვენ ფეხით, მსვლელობით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ხვალინდელ ღამეს“, - განაცხადა მან.


მან კვირა საღამოს მანქანებით მსვლელობაც დააანონსა:


„მანქანებით მსვლელობა იქნება თავისუფლების მოედნიდან და რესპუბლიკის მოედნიდან დაიძვრება თბილისის მასშტაბით“, - განაცხადა ვაშაძემ.




 

Читайте на 123ru.net