World News

ვილნიუსის აეროპორტთან სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

25 ნოემბერს, გამთენიისას ვილნიუსის აეროპორტში დაშვებისას კატასტროფა განიცადა გერმანული ლოგისტიკური კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავმა, Boeing-მა.


სააგენტო Delfi-ს ინფორმაციით, თვითმფრინავი ორსართულიან სახლს დაეცა.


ბორტზე ორი პილოტი და კომპანიის ორი თანამშრომელი იმყოფებოდნენ. სააგენტოს ცნობით, ჯერჯერობით დადასტურებულია ერთი მფრინავის სიკვდილი.


DHL-ის თვითმფრინავის კატასტროფის ფაქტი სააგენტო Reuters-ს დაუდასტურეს ვილნიუსის აეროპორტის და ლიეტუვის პოლიციის წარმომადგენლებმა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


თვითმფრინავი ლაიფციგი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა.




 


 

Читайте на 123ru.net