G7 ცდილობს სასამართლოს მიერ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის თემაზე ერთიანობა შეიმუშაოს
ეკონომიკურად მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოები - “დიდი შვიდეული” ცდილობს ერთიანი პოზიცია შეიმუშაოს ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის საკითხის გარშემო, - განაცხადა 25 ნოემბერს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ. “დიდი შვიდეულის” ორდღიანი შეხვედრა იტალიაში, ქალაქ ფიუჯიში მიმდინარეობს.
„ამ საკითხში ერთიანობა გვჭირდება,“ თქვა ტაიანიმ შვიდი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეკრების შედეგ. „ვისაუბრეთ ამ თემაზე, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა საბოლოო კომუნიკეში ამ თემის შეტანას - ვმუშაობთ, რათა შეთანხმებას მივაღწიოთ“ დასძინა ტაინიმ.
ნეთანიაჰუს და ისრაელის ყოფილ თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის, მათთან ერთად ჰამასის (ტერორისტული ორგანიზაცია აშშ-ში და ევროკავშირში) ერთ-ერთ ლიდერს, იბრაჰიმ ალ-მასრის - დეიფის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 14 ნოემბერს გასცა დაპატიმრების ორდერი, რადგან ისინი ეჭვმიტანილი არიან ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დროს ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. ისრაელმა გადაწყვეტილებას სამარცხვინო და აბსურდული უწოდა.
აშშ-მა, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრია უარყო სასამართლოს გადაწყვეტილება. ტაიანიმ ასევ თქვა, რომ შეკრებაზე მიიწვია არაბული ქვეყნების - ეგვიპტის, იორდანიის, საუდის არაბეთის, კატარის და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები, რათა მათთან ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის გარშემო იმსჯელონ.