ვიქტორ წილოსანი თბილისის ტრანსპორტის სააგენტოს აღარ უხელმძღვანელებს
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ვიქტორ წილოსანი აღარ უხელმძღვანელებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერიაში საკადრო ცვლილებებმა „ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველაფერი დაფუძნებული იყო ტყუილზე“.