პუტინი აცხადებს, რომ "ორეშნიკის" სამიზნე შესაძლოა გახდეს "გადაწყვეტილების მიღების ცენტრები"
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უახლესი რუსული ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკის" დარტყმის სამიზნე შესაძლოა გახდეს კიევში მდებარე "გადაწყვეტილების მიღების ცენტრები".
ასტანაში, მოსკოვის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს რაკეტების "საბრძოლო გამოცდას" ბრიანსკისა და კურსკის ოლქების ტერიტორიაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შორსმსროლელი რაკეტებით განხორციელებული დარტყმების პასუხად.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მტრის ტერიტორიაზე შესაბამის სამიზნეებს გენერალური შტაბი და თავდაცვის სამინისტრო შეარჩევენ.
პუტინმა აღნიშნა, რომ ახალ რაკეტას შეუძლია გაანადგუროს დიდ სიღრმეში მდებარე და ძალიან დაცული ობიექტები. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ "ორეშნიკის" რაკეტების მასიური გამოყენების შემთხვევაში, "დარტყმის ძალა ბირთვულ იარაღზე შეუდარებლად ძლიერი იქნება", მაგრამ დააზუსტა, რომ "ორეშნიკი", რა თქმა უნდა, არ არის მასობრივი განადგურების იარაღი", რადგან მისი გამოყენება ბირთვული მუხტის გარეშე არ იწვევს ტერიტორიის რადიოაქტიურ დაბინძურებასო.
პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს უკვე აქვს მზადყოფნაში "ორეშნიკის" ტიპის რამდენიმე რაკეტა. მთლიანობაში კი რუსეთი, პუტინის თქმით, 10-ჯერ მეტ რაკეტას აწარმოებს, ვიდრე ნატოს ქვეყნები.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ნოემბრის ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ რუსეთმა საშუალო სიშორის უახლესი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვა უკრაინის მიმართულებით.
ეს იყო პასუხი წინა დღის მოვლენებზე, როდესაც უკრაინამ შორსმსროლელი ამერიკული და ბრიტანულ-ფრანგული რაკეტებით დაარტყა რუსეთს.
პუტინის მტკიცებით, ბალისტიკურმა რაკეტა „ორეშნიკმა“ წარმატებით მიაღწია მიზანს და გაანადგურა „სამხრეთ მანქანათმშენებლობის ქარხანა“ ("იუჟმაში") - უკრაინის უმსხვილესი სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის მწარმოებელი ქარხანა.
უფრო ადრე დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დნეპრში დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმო და ორ ადგილას გაჩნდა ხანძარი.