პატრიარქმა კირილემ რაკეტა "ორეშნიკს" ფანტასტიკური იარაღი უწოდა
28 ნოემბერს მსოფლიო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა პატრიარქმა კირილემ, მსოფლიო რუსულ სახალხო კრებაზე, რომელსაც თავად უდგას სათავეში, არაერთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. კერძოდ, იმედი გამოთქვა "უკრაინის რუსეთთან გაერთიანების შესახებ" და ასევე კომენტარი გააკეთა რუსი სამხედროების მიერ უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკით" დარტყმის შესახებ.
კირილემ "ორეშნიკის" უწოდა "სტოპ-მანქანა" და "ფანტასტიკური იარაღი", რომელიც დასავლეთს "გარკვეულ კოშმარს" ჰგვრის.
კიდევ ერთხელ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა დე ფაქტო გამოხატა მხარდაჭერა უკრაინაში ომის მიმართ და აღნიშნა, თუ რაოდენ სასარგებლოა უკრაინის რეგიონების "შეყვანა" რუსეთის შემადგენლობაში. მისი თქმით, მოხდა უკვე დონბასის რუსეთთან გაერთიანება და მომავალში კირილემ იმედი გამოთქვა, რომ მოხდება მთელი "უკრაინის გაერთიანება რუსეთთან".
მანამდე 27 მარტს მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა „მსოფლიო რუსული სახალხო კრების“ ე.წ. განკარგულება, რომელშიც უკრაინაში ომს "წმინდა" ეწოდება და ნათქვამია, რომ "თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ზონაში."