World News

რუსთაველზე დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისის მერიოტის“ მოპირდაპირე მხარეს დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ.


პოლიციის მიერ აქციის დარბევისა და წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, გამზირზე ათასობით დემონსტრანტი რჩება.


მარტიოტთან ახლა რამდენიმე კარავია აღმართული, მათ გვერდით მიიტანეს ნაგვის ურნები, ქუჩის სკამები და სხვა ნივთები. 




თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია აქციის დაშლას განაგრძობს. მოქალაქეები ცდილობენ მიმდებარე ქუჩებს შეაფარონ თავი, შემდეგ კი ისევ დაბრუნდნენ რუსთაველის გამზირზე.


მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება.


ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი „2028 წლამდე“.


29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქცია დაარბია და მონაწილეები დააკავა.


შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს.

Читайте на 123ru.net