World News

"ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს" - სალომე ზურაბიშვილი

საფრანგეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პლატფორმა X-ზე წერს ელისეს სასახლეში, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შესახებ.


„სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.






ამავე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ის მფლობელთან, ილონ მასკთან შეხვედრას და დაწერა:


„არაჩვეულებრივი საუბარი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ილონ მასკთან. მოუთმენლად ველი, როდის მივესალმებით მას ჩვენს ქვეყანაში“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.




სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში 7 დეკემბერს გაემგზავრა. პარიზში შეხვდა ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისაც, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად.




 

Читайте на 123ru.net