ასადი მოსკოვში ჩავიდა, იუწყება რუსეთის სახელმწიფო მედია
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში ჩავიდნენ, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია.
სირიელმა მეამბოხეებმა ამ ქვეყნის დედაქალაქი აიღეს და ბოლო მოეღო ასადის ოჯახის სასტიკ, ნახევარსაუკუნოვან მმართველობას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ
8 დეკემბერს განაცხადა, რომ ასადმა მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ შეიარაღებული კონფლიქტის რიგ მონაწილეებთან „მოლაპარაკების“ შემდეგ და პოსტი დატოვა, გასცა რა მითითებები ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის“.
რუსეთი აცხადებს, რომ მონაწილეობა ასადის მიერ ქვეყნის დატოვების საკითხში მას არ მიუღია. რუსეთი სირიის დიდი ხნის მოკავშირეა, რომელიც მნიშვნელოვან სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევდა ასადის რეჟიმს, განსაკუთრებით სირიის სამოქალაქო ომის დროს, რომელიც 2011 წელს დაიწყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით ამცნეს ხალხს, რომ დამასკი "ახლა თავისუფალია ასადისგან", რომლის ოჯახი 1971 წლიდან რკინის მუშტით მართავს ქვეყანას.
სირიის პრემიერმინისტრმა მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ მთავრობა „მზადაა ითანამშრომლოს ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან“.
„ჩვენ გვჯერა, რომ სირია ყველა სირიელისაა და ეს არის მისი ყველა შვილის ქვეყანა, და რომ ეს ქვეყანა შეიძლება იყოს ნორმალური სახელმწიფო, რომელსაც კარგი ურთიერთობა ექნება თავის მეზობლებთან და მსოფლიოსთან, რეგიონულ ალიანსებსა და ბლოკებში წევრობის გარეშე“, - თქვა ჯალალიმ.
8 დეკემბერს ის ნახეს სახლიდან მიმავალი შეიარაღებული ადამიანების თანხლებით. ხნობით, ის შეხვდა “ჰაიათ თაჰრირ ალ შამის”, (HTS), სუნიტთა მეამბოხე ჯგუფის, ხელმძღვანელობას, რომელიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებას მეთაურობდა.
“ჰაიათ თაჰრირ ალ შამი” აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხილი. ბოლო წლებში ისლამისტურმა დაჯგუფებამ გაწყვიტა კავშირი ალ-ყაიდასთან და ცდილობდა სირიის მთავრობის პრაგმატულ ალტერნატივად წარმოედგინა თავი.
მაგრამ შეშფოთება მის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის და და ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირებთან დაკავშირებით რჩება.
ვაშინგტონში თეთრი სახლის პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი გუნდი „ყურადღებით აკვირდებიან სირიის განსაკუთრებულ მოვლენებს და მუდმივ კავშირშია რეგიონულ პარტნიორებთან“.
ექსპერტები თვლიან, რომ ასადის რეჟიმის დაცემა კრემლის დიდი გეოპოლიტიკურ მარცხია, რომელიც, თეირანთან ერთად, მხარს უჭერდა სირიის მთავრობას წლების განმავლობაში სამოქალაქო ომის დროს. რუსეთს სირიაში აქვს სამხედრო ობიექტები, სხვათა შორის საჰაერო ბაზა ჰმეიმიმში და სტრატეგიული საზღვაო ობიექტი ტარტუსში, რომლებიც ასევე გამოიყენება კრემლის მოქმედებების მხარდასაჭერად ჩრდილოეთ და სამხრეთ საჰარის აფრიკაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე რუსული ბაზების ბედის შესახებ და თქვა, რომ “გამოცანები მისი საქმე არაა”.
მოულოდნელი იერიში დაიწყო 27 ნოემბერს, როცა მეამბოხე ჯგუფების კოალიციამ “ჰაიათ თაჰრირ ალ შამის” მეთაურობით დაიკავა ალეპო, სირიის სიდიდით მეორე ქალაქი.
მას შემდეგ მათ აიღეს სხვა ქალაქებიც,სადაც ასადის ძალები მცირე წინააღმდეგობას უწევდნენ. მეამბოხეთა შორის არიან ასევე ძალები, რომელსაც თურქეთი უმაგრებს ზურგს. ასეთია სირიის ეროვნული არმია. თურქეთმა უარყო ამ იერიშში მონაწილეობა, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ მეამბოხეები მას არ წამოიწყებდნენ ანკარის თანხმობის გარეშე.
8 დეკემბერს ისრაელმა სამჯერ დაარტყა სირიის დედაქალაქ დამასკს. Reuters-ის ცნობით, ისრაელმა თავდასხმა მოაწყო დამასკის კაფრ სუსას რაიონში უშიშროების კომპლექსსა და კვლევით ცენტრზე, რომელშიც, ისრაელის თანახმად, ირანელი მეცნიერები რაკეტის განვითარებაზე მუშაობდნენ.
ამავე დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის არმიას დაევალა ბუფერული ზონის დაკავება გოლანის მაღლობების რეგიონში, რათა იქ განსახლებული ისრაელელების უსაფრთხოება დაიცვას.
ისრაელის გადაწყვეტილებით, რეგიონში გამოცხადდა კომენდანტის საათი. სირიის ეს არეალი ისრაელმა 1967 წელს დაიკავა და შემდეგ 1981 ანექსია გაუკეთა, რაც საერთაშორისოდ აღიარებული არ არის.
ასევე მეზობლის, იორდანიის მეფე აბდულამ მოუწოდა სირიელებს თავიდან აიცილონ კონფლიქტები, რასაც შეიძლება ქაოსი მოჰყვეს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ სირიაში კრიზისი უნდა მოგვარდეს გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის 2254-ე რეზოლუციის თანახმად.
საუდის არაბეთიც მიმართავს რეგიონის მოთამაშეებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა მოვლენები სირიაში ქაოსური არ გახდეს.
ირანმა განაცხადა, რომ ყურადღებით დააკვირდება მოვლენათა განვითარებას სირიასა და რეგიონში და შესაბამის მიდგომებს და პოზიციებს შეიმუშავებს. დამასკში ირანის საელჩო მეამბოხეებმა დაარბიეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ “ბოლოსდაბოლოს ბარბაროსული სახელმწიფო დაეცა“. მან პატივი გამოხატა სირიელი ხალხის, მისი სიმამაცის და მოთმინების მიმართ.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მოადგილემ, ანჯელა რეინერმა მოწოდება გამოთქვა, რომ სირიაში ვითარება „პოლიტიკურად მოგვარდეს“.
სირიაში გაეროს საგანგებო წარგზავნილი გეირ პედერსონი მოუწოდებს სირიელებს, პრიორიტეტი მიანიჭონ დიალოგს, ერთიანობას და დაიცვან საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები, ნათქვამია განცხადებაში, სადაც პედერსონი ასევე გამოხატავს მზადყოფნას, მხარში დაუდგეს სირიელებს ამ გზაზე სტაბილური და ინკლუზიური მომავლისკენ.