World News

წლის საუკეთესო ევროპულ ფილმად აღიარეს "ემილია პერესი"

ფრანგი კინორეჟისორის, ჟაკ ოდიანის მუსიკალური კომედია “ემილია პერესი” წლის საუკეთესო ფილმად იქნა აღიარებული ევროპის კინოაკადემიის მიერ.


ფილმა ამავე დროს მიიღო პრემია საუკეთესო რეჟისურისა და სცენარისთვის. “ემილია პერესი” მექსიკელ ნარკობარონზეა, რომელსაც სურს წარსულ ცხოვრებას უარი უთხრას და ახალი ცხოვრება დაიწყოს ქალის სახით.


საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს „No Other Land“ - არაერთი სხვა პრემიის ლაურეატი, პალესტინელი და ისრაელელი ავტორების ერთობლივი ნამუშევარი, პალესტინა-ნორვეგიის ერთობლივი პროდუქცია.


ფილმი ეხება პალესტინელების განდევნას იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან.


ევროპის კინოაკადემიის პრიზი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა გერმანელ კინორეჟისორს, ვიმ ვენდერსს.




 

Читайте на 123ru.net