არასამთავრობოები: პოლიციას აქციის მონაწილეები გამოსაკითხად იძულებით გადაჰყავს
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების უფლებებს იცავენ, აცხადებენ, რომ პოლიციას მოქალაქეთა ნაწილი გამოსაკითხად იძულებით გადაჰყავს. მათი თქმით, ეს არის საპოლიციო ტერორის ახალი სახე.