„ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ“ - სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა. პარლამენტის წინ ის მეგობართან, ნათელა მაჭავარიანთან ერთად გამოჩნდა.
სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
„ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ. აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმებთ და ყველაფერში ერთად ვართ და ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ საღამოს, ყველანი ერთად ვიქნებით“.
ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა პროვოკაცია პარლამენტის წინ ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დაგეგმვა, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:
„არაფერი პროვოკაცია არ იქნება, მე ვარ დედა და ბებია, ნათელა არის დედა და ბებია და არანაირი პროვოკაცია არ იქნება“.
შეეშინდა კალაძეს? - ჰკითხა მას ჟურნალისტმა:
„არავის არ შეეშინდა, არაა საინტერესო“.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინ, ცხრა აპრილის მემორიალთან დგას.
თბილისში მთავარ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადაიდო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას“, - თქვა კახა კალაძემ.
თბილისის მერია ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა. ააწყეს ნაძვის ხე და მოაწყვეს სცენა.
ღონისძიებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ასეულობით პოლიციელი გამოჩნდა, პარლამენტის შენობის ფასადზე მიანათეს საახალწლო განათებები, რომელიც კალაძის გადაწყვეტილების შემდეგ გაითიშა.
მეჩვიდმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.