ნიღბიანთა იდენტიფიცირება რომ შეუძლებელია, სისტემური დაუსჯელობის გამოვლინებაა - სსც
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ „აქციებზე ნიღბიანი სამართალდამცავების იდენტიფიცირების შეუძლებლობა სისტემური დაუსჯელობის გამოვლინებაა“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ მოქალაქეებზე სისტემური ძალადობის და წამების ოპერაციის აღსრულების გარდა, წინასწარ და განზრახ შექმნა სისტემური დაუსჯელობის წინაპირობები და არ უზრუნველყო სპეცრაზმელებისა და მასობრივ დანაშაულში ჩართული სხვა თანამშრომლების იდენტიფიცირებისთვის საჭირო პირობების შექმნა“, - აცხადებს ორგანიზაცია.
აქციების დაშლის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე, 29 ნოემბერს, რადიო თავისუფლებამ მინისტრის პირველ მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, ჰკითხა, რატომ არ აქვთ ნიღბიან სამართალდამცავებს ამომცნობი ნიშნები.
მისი თქმით, სპეციალურ ფორმაზე მსგავსი ნიშნების დატანას კანონი არ ავალდებულებთ. „არანაირი ჩანაწერი საკანონმდებლო დონეზე მსგავსი ნომრების არსებობისა, არ არსებობს“, - თქვა მან.
19 დეკემბერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელებს და სხვა პოლიციელებს მასობრივად არ ჰქონდათ ამოსაცნობი ნომრები და სხვა ნიშნები, რაც გაართულებს სასტიკ დანაშაულებში მონაწილე პირების გამოვლენას გამოძიების მიერ.
„მასობრივი ძალადობის ორგანიზების მიღმა, დაუსჯელობის ეს პრაქტიკაც, თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს“, - მიიჩნევენ ორგანიზაციაში.
ეს პრაქტიკა, სსც-ის თანახმადვე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც სამართალდამცავთა ქმედებების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას მოითხოვს.
კერძოდ, ორგანიზაცია ასახელებს ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებს მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლების შესახებ. ეს პრინციპები ადგენს, რომ:
„სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ვინაობა უნდა იყოს ამოცნობადი, უნიფორმაზე ან ჩაფხუტზე უნდა ეკეთოთ რაიმე სახის იდენტიფიკატორი, მაგალითად ნომერი ან სახელი“;
„მათ აგრეთვე არ უნდა მოიხსნან ან დაფარონ აღნიშნული საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და შეკრების მიმდინარეობისას არ უნდა შეუშალონ ხელი ადამიანებს მათ დანახვაში“.
ორგანიზაცია ასევე ასახელებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მსგავს საკითხთან დაკავშირებით:
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-13 მუხლთან (უფლება სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებაზე) შეუსაბამოდ მიიჩნია სამართალდამცავების იდენტიფიცირების გამომრიცხავი კანონმდებლობა და პრაქტიკა“, - აცხადებს ორგანიზაცია.
„სასამართლოს განმარტებით, პოლიციელების კონფიდენციალურობა უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური საშუალებაა, თუმცა, ეს არ უნდა აბრკოლებდეს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიებას. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ დამცავი საშუალებები პოლიციამ მხოლოდ აშკარა წინააღმდეგობის რისკის პირობებში უნდა გამოიყენოს და ამ შემთხვევაშიც მას საიდენტიფიკაციო ნომრების თვალსაჩინოდ გამოჩენა მოეთხოვება“, - წერია განცხადებაში.
პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში 22-ე დღეა, გრძელდება.
დემონსტრაციებისას პოლიციელებმა არაერთ ადამიანზე იძალადეს როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ.
სცემეს ჟურნალისტებსაც.
სახალხო დამცველი იუწყება, რომ მისმა წარმომადგენლებმა 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით კლინიკებსა და იზოლატორებში მოინახულეს 362 ადამიანი. მათგან:
227 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე;
158-ს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები.