რუსეთის ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ისევ დრონებით შეტევა იყო
19 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შესახებ, რაც მოგვიანებით დაადასტურა როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იური სლუსარმა.
მისი ინფორმაციით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაში გაჩნდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაცია დილის შვიდი საათისთვის დასრულდა. სლუსარის თანახმად, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. ეს ცნობები გადამოწმებული არ არის დამოუკიდებელი წყაროებით.
ნოვოშახტინსკში, რომელიც უკრაინის ლუგანსკის ოლქს ესაზღვრება, მდებარეობს როსტოვის ოლქში ერთადერთი მოქმედი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ის რუსეთის სამხრეთ რეგიონებისთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელია.
2022 წლის ზაფხულიდან ამ ქარხანაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონს შეუტიეს 30-ზე მეტი დრონით და 3 რაკეტით.
რაკეტების შესახებ არაფერია ნათქვამი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომლის თანახმად, ღამის განმავლობაში 84 უკრაინული დრონი გაანადგურეს. მათ შორის 36 როსტოვის ოლქში, 21 - ბრიანსკში, 14 - ბელგოროდის ოლქში, 6 - ვორონეჟში, 3-3 - კურსკის და ტამბოვის ოლქებში და 1 - კრასნოდარის მხარეში.
განახლება: 19 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნოვოშახტინსკის ქარხანაზე დარტყმა დაადასტურა.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.